16 июл. 2011 г.

სოფელი თხილვანა

თხილვანა ორი დიდი უბნით: ქვედა და ზედა თხილვანა დიდი სოფელია. ამ ორ სოფელს პატარა მდინარე ჰყოფს, რომელსაც შუა წყალი ქვია. სოფელს აღმოსავლეთით დაჰყურებს ხირხათის მთა, მისი ციხე-კოშკებით. ჩრდილო აღმოსავლეთიდან აკრავს აბანოფერდის მწვერვალი. სამხრეთით აჭარა- შავშეთის ქედი და მაღალი დარსიანი.
თხილვანის სახელი ამაყად გამოიყურება საქართველოს ისტორიაში შუა საუკუნეებიდან, როცა სამხრეთ-დასავლეთი საქართველო შეადგენდა საერისთავოს, რომელსაც მე-11 - მე-14 საუკუნეებში მართავდა ცნობილი აბუსერისძეთა გვარი. აჭარის ერისთავთ-ერისთავების, აბუსერისძეების რეზიდენცია ისტორიული წყაროების მიხედვით სოფელი თხილვანა ყოფილა.
ქვედა თხილვანაში არქეოლოგიური გათხრებისა და ზედაპირული დაზვერვით მოკვლეული მიწისქვეშა ნაშენი კომპლექსების კვალი მიგვანიშნებს ამ სოფლის ისტორიისა და სარეზიდენციო ცენტრის დიდ მნიშვნელობაზე.
1977-78 წლებში ქვედა თხილვანაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად თხილვანაში აღმოჩენილია ეკლესია.

ადგილი, რომელსაც სოფლის უხუცესები საყდარს უწოდებდნენ, ქვა-ღორღლით იყო დაფარული. ნანგრევი კირ-ქვებით დადგინდა თხილვანის ეკლესიის ადგილი. გაირკვა ისიც რომ ქვედა თხილვანის ეკლესია ყოფილა ორნავიანო. ეკლესიის შიგნით აღმოჩნდა საგვარეულო საფლავები, ღვინის შესანახი საკმაოდ მოზრდილი შვიდი ქვევრი, ბევრი კერამიკული ნაწარმი, ერთი რკინის ჯვარი ეკლესიის აღმოჩენის ინიციატორი იყო მკლევარი დავით მამულაძე.
ახლა ეს სოფელი საფრთხის წინაშეა.

Комментариев нет:

Отправить комментарий